Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ბელარუსის დასავლეთ საზღვარზე ორი სტრატეგიული ბომბდამშენი გაგზავნა


რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები Tu-22 M3 წითელი მოედნის თავზე
რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები Tu-22 M3 წითელი მოედნის თავზე

მინსკი აცხადებს, რომ რუსეთმა ორი სტრატეგიული ბირთვული ბომბდამშენი გაგზავნა მოკავშირე ბელარუსის დასავლეთ საზღვრებზე პატრულირების მიზნით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო უკიდურესად არის დაძაბული ვითარება აღმოსავლეთ ევროპაში.

ორი სტრატეგიულ ბომბდამშენ Ту-22М3-ს მიაცილებდნენ რუსეთისა და ბელარუსის Су-30СМ კლასის გამანადგურებელი.

ბოლო თვის განმავლობაში ეს არის ამ რაიონში მსგავსი მისიის მესამე შემთხვევა.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციამ უკრაინის საზღვროს მახლობლად მდებარე რაიონებში. ხოლო ბელარუსსა და მის მოსაზღვრე ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა დაძაბული რჩება მინსკის მიერ ინსპირირებული მიგრანტთა კრიზისის გამო.

უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირები შიშობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში რუსეთი თავის მოკავშირე ბელარუსის ტერიტორიას გამოიყენებს.
აშშ-მა და ევროპის კავშირმა რუსეთი „უზარმაზარი შედეგების“ თაობაზე გააფრთხილეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში და დიპლომატიური გზებით დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.

როგორც აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება იანვრის ბოლოს შეიჭრან. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში.

რუსეთმა ადრე უკვე განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. 2014 წელს მან დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსირება მოახდინა. ამავე პერიოდიდან ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG