Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია გეგმავს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას


ნიკა მელია
ნიკა მელია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის შესახებ ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

როგორც მელიამ თქვა, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც მას აცნობა შეხვედრის შესახებ. „მომდევნო კვირის განმავლობაში იგეგმება შეხვედრა ჩემსა და სალომე ზურაბიშვილს შორის. დაგვიძახებს და მივალ რამდენიმე ჩემს თანაპარტიელთან ერთად. ძალიან მალე გამოჩნდება, ის პროცესი სანამდე მიგვიყვანს, მაგრამ ეს [შიმშილობა] არის პარალელური პროცესი. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში“, - თქვა ნიკა მელიამ.

20 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG