Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი დასავლეთისგან მოითხოვს "დაუყოვნებელ" გარანტიებს უსაფრთხოების სფეროში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა დასავლეთმა რუსეთს "დაუყოვნებლივ" მისცეს უსაფრთხოების გარანტიები - იმ ფონზე, როცა ღრმავდება დაძაბულობა, მათ შორის უკრაინასთან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გამო.

23 დეკემბერს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პუტინმა გაღიზიანებით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას რუსეთის მიზნების შესახებ და ჩამოთვალა გრძელი სია, უკრაინასთან და ნატოსთან დაკავშირებული უკმაყოფილების გარშემო. პუტინმა ასევე ისაუბრა მოთხოვნათა სიაზე, რომელიც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მიმდინარე თვეში გამოაქვეყნეს და რომელიც, ფაქტობრივად, მოითხოვს ევროპის უსაფრთხოების და ნატოს პოლიტიკის რესტრუქტურიზაციას.

"თქვენ გარანტიები უნდა მოგვცეთ. დიახ, თქვენ! და დაუყოვნებლივ! ახლავე!" - განაცხადა პუტინმა, როცა პასუხობდა ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის, Sky News-ის კორესპონდენტის კითხვას.

აშშ-ის ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ სურთ მოლაპარაკება გაიმართოს რუსეთის მოთხოვნების გარშემო. თუმცა, პირად საუბრებში ვაშინგტონში და სხვაგან ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნათა ნაწილის შესრულება შეუძლებელია, განუხორციელებელი ან ისინი ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის დასავლეთის ღირებულებებთან.

XS
SM
MD
LG