Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ჯოხარ დუდაევის სახელობის პარკის გახსნამ კადიროვი აღაშფოთა


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი აღაშფოთა ჩეჩნეთის (იჩქერიის) პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის სახელობის პარკის გახსნამ თურქეთის ქალაქ კორფეზში.

17 დეკემბერს თურქეთში გაიხსნა ჯოხარ დუდაევის განახლებული პარკი, რომელშიც იჩქერიის პირველი პრეზიდენტის ძეგლიც არის აღმართული. პარკის გახსნის ცერემონიაზე დუდაევს უწოდეს „გაბედული მხედართმთავარი“.

სამთავრობო სხდომაზე, რომელსაც კადიროვი უძღვებოდა, გააკრიტიკეს ყველა ჩეჩენი, რომელიც პარკის გახსნის ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. ხოლო საპასუხო ზომად კადიროვმა გროზნოს მერიას შესთავაზა, ზოგიერთი ობიექტს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის იდეოლოგიური მტრების, კერძოდ ქურთების მუშათა კავშირის ლიდერ აბდულა ოჯალანისა და ერდოანის მიერ 2016 წლის გადატრიალებაში დადანაშაულებული ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ფეთულა გიულენის, სახელები ეწოდოს.

30 წლის წინ ჩეჩნეთში არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის პრეზიდენტად ჯოხარ დუდაევი აირჩიეს. ხანმოკლე დამოუკიდებლობას მოჰყვა უდიდესი მსხვერპლი. რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ბრძანებით, 1994 წლის დეკემბერში რუსეთმა დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის წინააღმდეგ და დაიწყო ჩეჩნეთის პირველი ომი. რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარი სამიზნე იყო ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი, რომელიც 1996 წელს, რაკეტით განხორციელებული იერიშის შედეგად, სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG