Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი გამოდის გაფრთხილებით უკრაინის კონფლიქტის გამწვავების შესაძლებლობაზე


რომის პაპი ფრანცისკე 25 დეკემბერს გამოვიდა დიალოგის გამართვის მოწოდებით, "ჩაკეტვის ტენდენციის" ფონზე კორონავირუსის პანდემიისას, რომელსაც ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო 5,3 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და რომელიც ახლა მწვავე ფაზაშია, კორონავირუსის ახალი ვერსიით, "ომიკრონით" გამოწვეული ინფიცირების ზრდის გამო.

"საერთაშორისო დონეზეც არის დიალოგისთვის თავის არიდების საფრთხე... არადა, მხოლოდ ესაა გზა, რომელიც მოიტანს კონფლიქტების გადაჭრას და ყველასთვის გრძელვადიან დადებით შედეგებს", - თქვა პაპმა თავის ტრადიციულ საშობაო მიმართვაში "Urbi et Orbi", ანუ "ქალაქსა და მსოფლიოს", რომელიც წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე წარმოთქვა.

პაპი გამოვიდა გაფრთხილებით ძალადობის განახლების შესაძლებლობის შესახებ უკრაინის კონფლიქტში, იმ ფონზე, როცა ღრმავდება დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. დასავლეთის სახელმწიფოები მოსკოვს ბრალს სდებენ უკრაინის საზღვართან 100 000-მდე სამხედროს მობილიზებაში, რაც, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის წინა სტადია იყოს. "უკრაინის ხანგრძლივ კონფლიქტში აღკვეთეთ ძალადობის ახალი შემთხვევები", - თქვა რომის პაპმა თავის საშობაო მიმართვაში.

XS
SM
MD
LG