Accessibility links

site logo site logo

გორბაჩოვი: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-მა თავნება ქცევა დაიწყო


მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, აშშ "თავნება და თავდაჯერებული" გახდა - განაცხადა მიხაილ გორბაჩოვმა ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადადგომის 30-ე წლისთავის წინ.
90 წლის გორბაჩოვის თქმით, დასავლეთში და განსაკუთრებით აშშ-ში 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტრიუმფალური განწყობა სუფევდა. RIA Novosti-ის მიერ 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გორბაჩოვი ამბობს, რომ კრემლი მოლაპარაკებისთვის სუსტ პოზიციაზე იყო, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლამ ეკონომიკური ქაოსი გამოიწვია.
"ასეთ პოზიციაზე მყოფს როგორ უნდა გქონდეს თანასწორი ურთიერთობა აშშ-სთან და დასავლეთთან?" - ამბობს გორბაჩოვი და დასძენს: "ეს ერთი საკითხია. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, დასავლეთში და განსაკუთრებით აშშ-ში გამეფებული ტრიუმფალური განწყობა, ისინი თავნება ქცევამ და თავდაჯერებამ მოიცვა".
გორბაჩოვმა აშშ-ის "ახალი იმპერიის აშენების" სურვილი დაასახელა ნატოსა და უკრაინის გარშემო ამჟამად წარმოქმნილი უთანხმოებების მიზეზად. თუმცა, ის მიესალმა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რასაც ბიძგი მისცა რუსეთის სამხედრო ძალების ზრდამ უკრაინის საზღვართან. "იმედი მაქვს, ეს შედეგს გამოიღებს", - ამბობს გორბაჩოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG