Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 2000-ზე მეტ ადამიანს, 51 გარდაიცვალა


.
.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 51 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 39 036 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2 097 შემთხვევა. 2 331-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

30 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 5.37%;
  • ბოლო 7 დღის - 5.15%;
  • ბოლო 14 დღის - 5.57%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 932 641 შემთხვევა. მათგან 893 064 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 758 ადამიანი.

XS
SM
MD
LG