Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ხანძარი გაჩნდა


ხანძარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტში.2022 წლის 2 იანვარი.
ხანძარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტში.2022 წლის 2 იანვარი.

ხანძარი გაჩნდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტში, კეიპტაუნში. გავრცელებულ კადრებზე მოჩანდა შავი კვამლი და ცეცხლი, რომელიც შენობის სახურავს მოსდებოდა. ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმული იყო ათეულობით მეხანძრე.

არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია ხანძარი. არ იტყობინებიან ხანძრის გამომწვევ მიზეზს.

ბი-ბი-სი იტყობინება, რომ ხანძარი გაჩნდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც გაიმართა არქიეპისკოპოს დესმონდ ტუტუს, აპარტეიდის რეჟიმთან მებრძოლის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, დასაფლავების ცერემონია, რომელიც პარლამენტის მახლობლად შედგა.

პარლამენტის შენობა კეიპტაუნში შედგება სამი ნაწილისგან. ყველაზე ძველი ნაწილი 1884 წელს აიგო. მეორე და მესამე სექციები გასული საუკუნის 20-იან და 80-იან წლებში ააშენეს.

XS
SM
MD
LG