Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი და პუტინი ერთმანეთს დაჰპირდნენ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის განმტკიცებას


თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების, რეჯეპ ტაიპ ერდოანის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სოჭში, 17სექტემბერი, 2018 წელი.
თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების, რეჯეპ ტაიპ ერდოანის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სოჭში, 17სექტემბერი, 2018 წელი.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სატელეფონო საუბრისას პირობა დადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობას განამტკიცებენ. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ორივე მხარემ.

კრემლმა 2 იანვარს განაცხადა, რომ ერდოანმა და პუტინმა „განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა და დაადასტურეს, რომ გადაჭრით სურთ რუსეთსა და თურქეთს შორის ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობის განვითარება“. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ისაუბრეს საერთაშორისო თემებზეც, „სხვათა შორის ცნობილ წინადადებებზე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულებების იურიდიულად გაფორმების შესახებ, ვითარებაზე სამხრეთ კავკასიაში, სირიისა და ლიბანის გარშემო“. რუსეთის მხარის ცნობით, მხარეებმა დათქვეს, რომ გააგრძელებენ პირად კონტაქტებს.

თურქეთის კომუნიკაციების უწყების თანახმად, საუბრის მიზანი იყო ურთიერთობების განვითარების ნაბიჯების განხილვა.

„კავკასია, სირია და ლიბანი, რეგიონული და საერთაშორისო თემები იქნა განხილული საუბრისას, რომლის დროს დადასტურდა ყველა სფეროში თურქულ-რუსული ურთიერთობის განვითარების სურვილი“, - აცხადებს თურქული მხარე.

XS
SM
MD
LG