Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის გაზეთებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა ირანელი გენერლის მოკვლის წლისთავის წინა დღეს


დემონსტრაცია ბაღდადში, რომლიც მიეძღვნა ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის და ერაყელი ოფიცრის, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის მოკვლის წლისთავს. 1 იანვარი, ი2022 წელი.
დემონსტრაცია ბაღდადში, რომლიც მიეძღვნა ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის და ერაყელი ოფიცრის, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის მოკვლის წლისთავს. 1 იანვარი, ი2022 წელი.

ისრაელის მსხვილი გაზეთის ვებსაიტი ჰაკერების სამიზნე გახდა, ირანელი მაღალი რანგის გენერლის, ყასემ სოლეიმანის 2020 წელს აშშ-ის დრონით მოკვლის წლისთავის წინა დღეს.

Jerusalem Post-ის ვებსაიტზე თავდასხმისას, ვებსაიტზე შეიცვალა შინაარსი და გაჩნდა სურათი რაკეტის გამოსახულებით. მასზე რაკეტა თითქოს ეცემა ბეჭდიანი მუშტიდან. ასეთი ბეჭედი უკვე დიდი ხანია მოკლულ გენერალს, ყასემ სოლეიმანს უკავშირდება. რაკეტის სამიზნე, რომელიც ფეთქდება, გარეგნულად ემსგავსება ისრაელის ატომური კვლევის ცენტრს.

ინგლისურენოვანმა გაზეთმა Twitter-ით გაავრცელა ცნობა კიბერთავდასხმის თაობაზე. არ არის ცნობილი, საიდან მომდინარეობს თავდასხმა. გაზეთი წერს, რომ დაუდგენელია, ირანელი ჰაკერების ნამოქმედარია ეს, ქვეყნის გარედან არის ჩადენილი მომხრეთა მიერ, თუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თავდასხმასთან გვაქვს საქმე.

ასეთივე თავდასხმა მოხდა ისრაელის გამოცემა Maariv Online-ის Twitter-ის ანგარიშზე.

კიბერთავდასხმა განხორციელდა მეორე დღეს მას მერე, რაც ბაღდადში ასეულობით დემონსტრანტი შეიკრიბა და აღნიშნეს მეორე წლისთავი გენერალზე თავდასხმისა, რომლის დროსაც მოკლეს თავად სოლეიმანი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური "ყუდსის" ძალების მეთაური და მისი ერაყელი უშუალო პარტნიორი, ლეიტენანტი აბუ ჰამიდ ალ-მუჰანდისი.

3 იანვარს სოლეიმანის მოკვლის ბრძანება გასცა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ერაყში აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ განხორციელებული რიგი თავდასხმების საპასუხოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG