Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიელები განარისხა ცნობამ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი აუცრელი ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობაში


ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩი

ბევრი ავსტრალიელის რისხვა გამოიწვია ცნობამ, რომ მამაკაცთა შორის მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მონაწილეობას მიიღებს ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მას შემდეგ, რაც გამონაკლისი დაუშვეს მისი ვაქცინაციის სტატუსთან დაკავშირებით.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა 5 იანვარს თქვა, რომ ჯოკოვიჩი „უახლოესი რეისით გაფრინდება შინ“, თუკი COVIC-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის თაობაზე წესებში მისთვის გაკეთებული გამონაკლისი არასაკმარისი აღმოჩნდება.

34 წლის სერბმა, რომელიც სარეკორდო 21-ე „გრენდ სლემის“ ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძოლებს ავსტრალიის ღია ჩემპიონატში, ადრე მიანიშნა, რომ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას. მას არასოდეს გამოუქვეყნებია თავისი ვაქცინაციის სტატუსი. ჯოკოვიჩმა დამოუკიდებელ სამედიცინო კომისიას მიმართა თხოვნით, რომ მასზე არ გავრცელდეს ვაქცინაციის წესები. მაგრამ მას არასოდეს გამოუცხადებია, რა სამედიცინო პრობლემის გამო ეწინააღმდეგება აცრას.

ავსტრალიაში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმკაცრესი ამკრძალავი ზომები მოქმედებს, პირველად აღინიშნება COVID-19-ის შემთხვევათა მომრავლება.

ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 90 პროცენტი ვაქცინირებულია, მაგრამ მოქმედი წესების გამო ბევრ ადამიანს კვლავაც არ შეუძლია შტატებს შორის ან უცხოეთში მოგზაურობა.

ჩოგბურთში ავსტრალიის ღია ჩემპიონატი 17 იანვარს იხსნება მელბურნში.

XS
SM
MD
LG