Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში პიროტექნიკის ამოსაღებად რეიდები ტარდება


ცხინვალი
ცხინვალი

სპეცდანიშნულების მობილური რაზმის საინჟინრო-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა 600-მდე ერთეული ფალსიფიცირებული პიროტექნიკა გაანადგურეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, - იუწყება დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საშიში პიროტექნიკა ე.წ. შსს-ს და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საახალწლო დღეებში ჩატარებული რეიდების დროს ამოიღეს.

„პიროტექნიკის რეალიზატორების მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული აქტები და მასალები გადაიგზავნა ქალაქ ცხინვალის სასამართლოში“, - განაცხადეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 1 იანვარს პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი მოზარდი დაზიანდა. ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აფეთქების შედეგად მან ხელის ტრავმა მიიღო. 1 იანვრის ღამესვე მეორე მოზარდმა თვალი დაიზიანა. ამ შემთხვევაში დაზიანება უფრო მსუბუქი აღმოჩნდა და პირველადი დახმარების შემდეგ სახლში გაწერეს.

როგორც დე ფაქტო სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, აკრძალვის მიუხედავად, ცხინვალში მაინც შეიტანეს კონტრაფაქტული ფალსიფიცირებული პიროტექნიკა, ამიტომ რეიდები ასეთი პროდუქციის გამოსავლენად ისევ გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG