Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი აღნიშნავს კაპიტოლიუმში ბრბოს ძალადობრივი შეჭრის პირველ წლისთავს


ბრძოს შეჭრა კაპიტოლიუმის შენობაში. 2020 წ. 6 იანვარი.
ბრძოს შეჭრა კაპიტოლიუმის შენობაში. 2020 წ. 6 იანვარი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს აღნიშნავს 2020 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში ბრბოს ძალადობრივი შეჭრის პირველ წლისთავს. მაშინ არჩევნების ოფიციალური შედეგებით უკმაყოფილო ხალხი შეეცადა ხელი შეეშალა კონგრესის მიერ ახალ პრეზიდენტად ბაიდენის დამტკიცებისთვის.

ბაიდენი დღევანდელ ღონისძიებაზე გაიხსენებს თავის „შეძრწუნებას“ იმ „ბნელ დღეს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ.

ბაიდენი ასევე გამოვა გაფრთხილებით, რომ აშშ-ის დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან კონსპირაციის თეორიები და ტყუილები, რომლებსაც ყოფილი პრეზიდენტი და მისი მომხრეები ავრცელებენ.

საკის თქმით, როგორც მოსალოდნელია, ბაიდენი „აღნიშნავს იმის მნიშვნელობას, რაც მოხდა კაპიტოლიუმში და პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იმ ქაოსისა და შეტაკებებისთვის, რაც ვიხილეთ“.

საკიმ თქვა, რომ ბაიდენი ასევე „ძალუმად უკუაგდებს“ ყოფილი პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ტყუილებს და მცდელობებს, შეცდომაში შეიყვანოს ამერიკელები მომხდარში თავისი როლის შესახებ.

ტრამპმა უარი თქვა ცერემონიაში მონაწილეობაზე. მას დაგეგმილი ჰქონდა პრესკონფერენცია, მაგრამ შემდეგ გააუქმა ის და „მიკერძოებულობა და უპატიოსნობა“ დააბრალა კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამოძიებას და მედიაში მის გაშუქებას.

გამომძიებლებმა 2020 წლის 6 იანვრის მოვლენებზე ასობით მოწმე დაკითხეს და ჩვენებები მოითხოვეს ტრამპთან დაახლოებული მრავალი პირისგან.

XS
SM
MD
LG