Accessibility links

site logo site logo

სემეკი განმარტავს, რა უნდა ქნას GWP-ისა და თელმიკოს აბონენტმა, რომელმაც ორი ქვითარი მიიღო


ენერგეტიკისა მარეგულირებელი კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი ამბობს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თბილისში დროის მოკლე პერიოდში ელექტროენერგიისა და წყლის ორი ქვითარი მიიღეს, დავალიანების დასაფარად დრო მიეცემათ. მან თქვა, რომ თვის ბოლომდე დავალიანების არსებობის შემთხვევაში კი, მათ მომსახურება არ შეუწყდებათ.

"შეიცვალა აღრიცხვის სისტემა. ეს ახალი სისტემა რომ ძალაში შესულიყო, ზოგიერთმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო ორი ქვითარი, თუმცა არ შეცვლილა გადასახადის ოდენობა... დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება "თელმიკოსთან" და "GWP"-სთან ერთად, რომ ყველა ეს მომხმარებელი, ვინც მიიღო ორი ქვითარი (წლის ბოლოს და წლის დასაწყისში), თუ ვერ გადაიხდიან ან არ გადაიხდიან შესაბამის საფასურს, არ გაითიშებიან ქსელიდან... მომავალი თვიდან ყველაფერი გასწორდება...

შეიძლება ქვითარში მითითებული იყოს 15 ან 16 იანვარი, მაგრამ გადაუხდელობის შემთხვევაში, არ გაითიშებიან 25 იანვარსაც კი", - ამბობს გიორგი ფანგანი.

მისივე თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უკმაყოფილება მაინც ექნებათ კომპანიების მუშაობასთან დაკავშირებით, შეუძლიათ კომისიას წერილობით მიმართონ.

ბოლო რამდენიმე კვირაა, თბილისის მოსახლეობის ნაწილი წერს, რომ რამდენიმედღიანი შუალედით ორ ქვითარი მიიღეს დენისა და წყლის დავალიანების შესახებ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ დროის მოკლე პერიოდში დავალიანების ორჯერ დაფარვა უწევდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG