Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციები ძირს გამოუთხრის მოკავშირეებთან ურთიერთობებს


ნედ პრაისი
ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციების თაობაზე სენატორ ტედ კრუზის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ძირს გამოუთხრის ვაშინგტონის ურთიერთობებს მოკავშირეებთან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა. მისი სიტყვებით, შეზღუდვები არაფრით შეუწყობს ხელს უკრაინის დაცვას.

ამასთან, პრაისმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები პარტნიორებთან თანამშრომლობს კრემლის წინააღმდეგ სერიოზულ სანქციებზე, თუკი მოსკოვი აგრესიას გამოავლენს კიევის მიმართ.

რესპუბლიკელი კრუზის კანონპროექტი კონგრესს საშუალებას აძლევს, საკუთარი გადაწყვეტილებით შემოიღოს სანქციები, რომლებზეც ადრე უარი თქვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ. მათ შორის, საქმე ეხება სანქციებს გაზსადენის მფლობელი კომპანიის წინააღმდეგ.

პარალელურად კენჭისყრაზე შეიძლება გაიტანონ დემოკრატი სენატორის, ბობ მენენდესის კანონპროექტი. მისი წინადადებები ასეთსავე სანქციებს ითვალისწინებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ინტერვენციას განახორციელებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ სანქციების საკითხზე კენჭისყრა აშშ-ის სენატში 14 იანვარს გაიმართება.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ არ არის დაშვებული ექსპლუატაციისთვის. ახლა მიმდინარეობს მისი სერტიფიცირების პროცესი, რასაც ჯერჯერობით იურიდიული წინაღობები უშლის ხელს. შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგებიან პროექტის რეალიზაციას. გერმანიასთან ურთიერთობები რომ არ გაიფუჭოს, ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა თავი შეიკავოს სანქციებისგან, რომლებიც უშუალოდ შეეხებოდა გაზსადენს. რუსეთი, გერმანია, ავსტრია და გაზსადენის სხვა მონაწილეები ამტკიცებენ, რომ პროექტი მხოლოდდამხოლოდ ეკონომიკური ხასიათისაა.

XS
SM
MD
LG