Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენის თქმით, უნდა გაუქმდეს ტოყაევის ბრძანება "ესროლეთ და მოკალით"


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის მიერ გაცემული ბრძანება „ესროლეთ და მოკალით“ და თქვა, რომ ის უნდა გაუქმდეს. ამავე დროს მან თქვა, რომ ვაშინგტონი ცდილობს გაარკვიოს, რატომ დასჭირდა ყაზახეთს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უშიშროების ძალების დახმარების თხოვნა.

ტელეკომპანია ABC-ისთვის 9 იანვარს მიცემულ ინტერვიუში ბლინკენმა განაცხადა, რომ ტოყაევის მიერ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებისთვის სროლის თაობაზე გაცემული ბრძანება მცდარია და ის უნდა გაუქმდეს.

ყაზახეთში გათხევადებული გაზის ფასების ზრდის გამო 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები ფართო მასშტაბის არეულობაში გადაიზარდა. პრეზიდენტმა ყაზახეთის უშიშროების ძალებს ბრძანება გასცა, გაუფრთხილებლად ესროლონ, მისი თქმით, „ბანდიტებსა“ და „ტერორისტებს“. მან ვითარების გასაკონტრლებლად დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის წევრებმაც ყაზახეთში ჯარები გაგზავნეს. დღეის მონაცემებით ქვეყანაში დაკავებულია 6000-მდე ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 164. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

XS
SM
MD
LG