Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში მოთხილამურეები შეჯიბრებიდან მოხსნეს ოპოზიციის მხარდაჭერის ეჭვის გამო


დარია დალიდოვიჩი და სვიატლანა ადრიუკი.
დარია დალიდოვიჩი და სვიატლანა ადრიუკი.

ბელარუსში მოთხილამურეები სვიატლანა ანდრიუკი და დარია დალიდოვიჩი საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოხსნეს ოპოზიციის მხარდაჭერის ეჭვის გამო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

სპორტსმენებმა განაცხადეს, რომ დეკემბერში ბელარუსის სათხილამურო კავშირმა მათი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრების დეაქტივაცია მოახდინა. ნომრები აუცილებელია ტურნირებში მათი მონაწილეობისთვის. მოთხილამურეების ვერსიით, ბელარუსის სათხილამურო კავშირის ხელმძღვანელმა, ალიაქსანდრ დარახოვიჩმა, განკარგულება გასცა, მათ აეკრძალოთ ეროვნულ შეკრებებსა და საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობა.

სვიატლანა ანდრიუკის თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო ის იძულებული გახდა გამოეტოვებინა საკვალიფიკაციო შეჯიბრები, რომლებსაც შეიძლება საშუალება მიეცა მისთვის, მოეპოვებინა პეკინის ოლიმპიური თამაშების საგზური.

„[სპორტულმა ჩინოვნიკებმა] სიტყვასიტყვით ბრალი დამდეს ოპოზიციის მომხრეობაში“. თქვა სპორტსმენმა ქალმა. მისი თქმით, მას საჯაროდ არასოდეს გამოუხატავს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, რომლებსაც ის ნეიტრალურად მიიჩნევს. ახლა ანდრიუკი პოლონეთში წასვლას აპირებს, ვინაიდან, მისი თქმით, ბელარუსში „შეუძლებელია ცხოვრება“.

სპორტსმენი დარია დალიდოვიჩი ტურნირებიდან მოხსნას უკავშირებს მამამისის, მოთხილამურის, ოლიმპიური თამაშების შვიდგზის მონაწილის, სიარჰეი დალიდოვიჩის პოლიტიკურ შეხედულებებს. სიარჰეი დალიდოვიჩი ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდა Reuters-ი წერს, რომ მან ეროვნულ საწვრთნელ ცენტრში მუშაობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მასზე ზეწოლა განახორციელეს ოპოზიციის მხარდაჭერის გამო. „სახელმწიფო ვეღარ მოახდენს ჩემზე გავლენას. ამის გაკეთება მხოლოდ ჩემი ქალიშვილის მეშვეობით შეიძლება,“ განაცხადა მოთხილამურემ.

XS
SM
MD
LG