Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის განმუხტვის დიპლომატიური ძალისხმევა ინაცვლებს ნატო-რუსეთის საბჭოში


უსაფრთხოების მოლაპარაკებები, რომელთა მიზანია განიმუხტოს აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან არსებული კრიზისი, 12 იანვარს ინაცვლებს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, თუმცა გარღვევის მოლოდინი თითქმის არ არსებობს.

ნატოს 30 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას გამართავენ, რაც მიმდინარე კვირაში რიგით მეორე მოლაპარაკება იქნება უკრაინასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე. საბჭოს შეხვედრას წინ უძღოდა 10 იანვარს ჟენევაში გამართული მოლაპარაკება აშშ-სა და რუსეთს შორის, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

დღის წესრიგში მთავარი საკითხია კრემლის მხრიდან უკრაინის სიახლოვეს სამხედრო ძალების გაზრდა და შეშფოთება, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვის ემზადებოდეს.

2019 წლის შემდეგ ეს ნატო-რუსეთის საბჭოს პირველი სხდომაა. განხილული იქნება ასევე მოსკოვის მოთხოვნა ნატომ დაასრულოს გაფართოება აღმოსავლეთით და შეამციროს წარმომადგენლობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მოლოდინი დიდი არ არის, თუმცა ნატო იმედოვნებს, რომ მოსკოვს ჩართავს მდგრად დიალოგში და არ დაუშვებს სამხედრო ესკალაციას. ნატოს ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა მიმდინარე კვირაში თქვა, რომ კარგი შედეგი იქნება შეთანხმების მიღწევა შემდგომი შეხვედრებისთვის.

XS
SM
MD
LG