Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკლ კარპენტერი: რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს


აშშ-ის მუდმივი წარმოამდგენელი ეუთოში, მაიკლ კარპენტერი
აშშ-ის მუდმივი წარმოამდგენელი ეუთოში, მაიკლ კარპენტერი

აშშ-ი ძალიან აფასებს ეუთოს უნიკალურ უპირატესობას, რომელიც ხელს უწყობს დიალოგის გამართვას და დაძაბულობის დეესკალაციას და გამოხატავს გულწრფელ შეშფოთებას რუსეთის ქმედებების, განსაკუთრებით უკრაინის მისამართით მის მუქარების, გამო, - განაცხადა ეუთოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა მაიკლ კარეპნტერმა.

ამერიკელი დიპლომატის მიმართვის უშუალო ადრესატი იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაი, რომელიც, როგორც მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, დღეს გაუძღვება ეუთო-რუსეთის მაღალი დონის შეხვედრას.

მოლაპარაკების ეს რაუნდი მიმდინარე კვირისთვის მესამეა და უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად.


„გუშინ ჩვენ განვაახლეთ რუსეთ-ნატოს საბჭოს მუშაობა. და ჩვენ აქ ეუთოშიც მზად ვართ ურთიერთმოქმედებისათვის. ჩვენ მზად ვართ სერიოზული განხილვისათვის, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ თავისი არსით სახიფათოდ და მადესტაბილიზებლად მივიჩნევთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და მის ბოლოდროინდელ მოქმედებებს უკრაინაში. რუსეთის მიუღებელი სამხედრო ყოფნა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიაზე ეწინააღმდეგება ეუთოს ფუძემდებლური პრინციპებს. ჩვენ გვჭირდება სერიოზული დისკუსია იმის გასარკვევად, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ საფრთხეების შესამცირებლად და ნდობის გასამტკიცებლად“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.


12 იანვარს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა გაიყვანოს თავის ჯარი მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან.

ეუთოს შეხვედრა წელს პირველი იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ 57 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები. ეს იქნება მიმდინარე კვირის ინტენსიური დიპლომატიის ბოლო მოლაპარაკება. აშშ-ი ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობს, როგორც აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის მონაწილე ქვეყანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG