Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვული მოლაპარაკების მონაწილეები სახლებში დაბრუნდნენ კონსულტაციებისთვის


ირანის ბირთვული მოლაპარაკებებში ევროპისა და ირანის წარმომადგენლები თავ-თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ კონსულტაციებისთვის, იმ ფონზე, როცა 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით მიმდინარე შეხვედრების დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხების ჯერი დადგა.

ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA 15 იანვარს აცხადებს, რომ მოლაპარაკების მონაწილეები ვენაში ორ დღეში დაბრუნდებიან, თუმცა საექსპერტო დისკუსიები შაბათ-კვირასაც გრძელდება.

ხელშეკრულება, რომელსაც გარღვევად მიიჩნევდნენ და რომლითაც მოიხსნა დასავლეთის სანქციები, თეირანის ბირთვული მისწრაფებების შეზღუდვის სანაცვლოდ, სრული კოლაფსის პირას იყო 2018 წელს, როცა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპნა თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გაიყვანა და ირანს აღუდგინა მკაცრი სანქციები.

ამის გამო ირანმა თანდათანობთ დაიწყო ნაკისრი პასუხისმგებლობების დარღვევა, მათ შორის ურანის გამდიდრების ნაბიჯებით.

ბირთვული ხელშეკრულების აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა 2021 წლის შუა პერიოდში განხლდა, თუმცა დაახლოებით ხუთ თვეში შეწყდა, როცა ირანში ახალი, ულტრაკონსერვატიული მთავრობა აირჩიეს.

ირანთან და აშშ-სთან ერთად ხელშეკრულების ხელმომწერები არიან ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი.

ამჟამად ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი მიზანია აშშ დაუბრუნდეს ხელშეკრულებას და მოხნას სანქციები, ირანმა კი ისევ სრულად უერთგულოს ნაკისრ პასუხისმგებლობებს.

14 იანვარს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, და მოლაპარაკება ახლა "უკეთეს ატმოსფეროში" მიმდინარეობს, ვიდრე შობის დღესასწაულამდე პერიოდში იყო.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, საეედ ხატიბზადემ გასულ კვირაში თქვა, რომ ხელშეკრულების აღსადგენად "ყველა მხარის" მიერ გაწეულმა ძალისხმევამ "კარგი პროგრესი" მოიტანა.

თუმცა წყარომ, რომელიც მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობს, 14 იანვარს განაცხადა, რომ ირანსა და აშშ-ის შორის ირიბად მიმდინარე მოლაპარაკებებში გადაუჭრელი რჩება რამდენიმე საკითხი, რიგი სფეროებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG