Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის აკვატორიაში რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემს საფრთხე აღარ ემუქრება


შტორმი ბათუმის სანაპიროზე. 15 იანვარი, 2022 წ.
შტორმი ბათუმის სანაპიროზე. 15 იანვარი, 2022 წ.

რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში უსაფრთხო ადგილას დგას. შავ ზღვაზე 15 იანვარს ძლიერი შტორმის დროს გემმა მანევრირების უნარი დაკარგა და ტალღებმა ხომალდი მახინჯაურის სანაპიროსკენ წაიღო. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით შემთხვევიდან სამი საათის შემდეგ გემმა თანდათანობით შეძლო ზღვისკენ სვლა და ამ დროისათვის გემი უკვე უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში. ხომალდს ეხმარებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამის სამსახურები და მჭიდრო კოორდინაციაში იყვნენ ზღვაზე ძებნა გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი და ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური. მახინჯაურში მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს თანამშრომლები, სამაშველო ჯგუფი, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი SGV-Flot (IMO 8033089) ბათუმის ნავსადგურის აკვატორიის N4 საღუზე წერტილში 2022 წლის 7 იანვარს დადგა. გემზე იმყოფება ეკიპაჟის 13 წევრი.

14 იანვარს გემმა სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღო გაფრთხილება ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების შესახებ.

15 იანვარს ზღვის ღელვა აღწევდა 6 ბალს, ქარის სიჩქარე - 12-18 მ/წ. ძლიერი შტორმის გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი, ტალღებმა კი ხომალდი ნაპირისკენ წაიღო. საკუთარი ძალებით გემმა ნაპირისკენ სვლა შეაჩერა, ჩაშვებული აქვს ორივე ღუზა და ამ ეტაპზე არ იცვლის პოზიციას. გემის კაპიტანი ნავსადგურის მორიგე ოფიცერს 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში დაუკავშირდა და აცნობა, რომ ძლიერი ღელვის გამო ღუზა ვეღარ იჭერდა გემს და იწყებდა დრეიფს. გემის კაპიტანმა მოითხოვა მოხსნილიყო მე-4 საღუზე წერტილიდან და გადასულიყო მეხუთე საღუზე წერტილში, რომელიც დაშორებულია ნაპირს და კაპიტნის ვარაუდით გემისთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა იქ დგომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG