Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბოლშევიკური წმენდის გასაპროტესტებლად" კულტურის სამინისტროსთან აქცია დაიგეგმა


21 იანვარს კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების მიზანი "კულტურის სფეროში განხორციელებული ბოლშევიკური წმენდის" გაპროტესტებაა. აქციის სლოგანიებია: „დიდება პარტიას, კულტურის მტერების გამოვლენისთვის! “ და „კულьტ УРА საიმედო ხელშია!“

აქციის ორგანიზატორები ხელოვნების მუზეუმის გადარჩენისთვის მოქმედი საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან, თუმცა ის ღიაა ნებისმიერი სამოქალაქო, პარტიული თუ არტისტული ინიციატივისთვის. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან არაერთი გამოცდილი თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტრო გათავისუფლებებს "რეორგანიზაციით" ხსნის, გათავისუფლებული მეცნიერები კი თვლიან, რომ ისინი საჯარო აქტიურობისა და კულტურის სამინისტროსთვის მიუღებელი პოლიტიკური მოსაზრებებისა თუ პროფესიული მიდგომების გამო გაათავისუფლეს.

"აქცია სპეციალურად სამუშაო საათებშია დანიშნული, რათა სამინისტროს პარტიულმა მუშაკებმა ნათლად გაიგონონ მშრომელი მასების მადლიერი ხმა" - წერია აქციის ანონსში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG