Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკოს მხარდამჭერი დეპუტატი: საზოგადოება ჩვენთანაა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ


უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერი აქცია კიევის აეროპორტში. 17 იანვარი, 2022 წ.
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერი აქცია კიევის აეროპორტში. 17 იანვარი, 2022 წ.

საზღვარზე მომხდარი დაბრკოლებისა და მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ვარშავიდან უკრაინაში დაბრუნებული ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ადვოკატებთან ერთად კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის განიხილვას ესწრება.

„ამ წუთებში ჩვენ ვიმყოფებით კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოში, სადაც სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიებაზე იმ ბრალდებისთვის, რაც ხელისუფლებამ წაუყენა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არჩევანი გააკეთა უკანონობის სცენარზე და სამწუხაროდ, ჩვენი აზრით, ისინი გააგრძელებენ ამ უკანონობას. მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების და მრავალი ადამიანის მხარდაჭერას. დღეს აეროპორტში პეტრო პოროშენკოს დახვდა 10 000-ზე მეტი ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთადაა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა. ოლექსი ჰონჩარენკომ, რომელიც პოროშენკოს სხვა მომხრეებთან ერთად სასამართლოს სხდომას ესწრება.

სასამართლოს წინ შეკრებილ რამდენიმე ათას ადამიანს პეტრო პოროშენკომ უთხრა, რომ ის „უკრაინაში დაბრუნდა არა საკუთარი თავის, არამედ უკრაინის დასაცავად“.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩაფრინდა უკრაინაში, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 17 იანვარს კიევის პეჩორის სასამართლო გადაწყვეტს პოროშენკოს წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხს, პროკურატურა მოითხოვს მის დაკავებას 1 მილიარდი ჰრივნას (36 მლნ დოლარი) გირაოს შეტანის შესაძლებლობით. არ არის გამორიცხული მისთვის შინაპატიმრობის დანიშვნაც.

უკრაინელი ექსპერტების თქმით, რომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის დაკავება, დაპატიმრება და საგამოძიებო იზოლატორში მოთავსება ხელისუფლებას წამგებიან პოზიციაში ჩააყენებს.

„პოროშენკოს ჩამოსვლის დროს უკრაინის ხელისუფლება იქცეოდა ისე, როგორც ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება მოექცეოდა თავის ოპონენტებს. ეს არასასიამოვნო ტენდენციაა, რაც უჩვენებს, რომ ხელისუფლება არ სწავლობს გაკვეთილებზე და ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციასთან დიალოგზე წასვლა მაშინაც კი, როდესაც ათეულ ათასობით რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან იმყოფება. ეს კი, ჩემი აზრით, სერიოზულად ართულებს დასავლეთთან ოფიციალური კიევის მოლაპარაკების შესაძლებლობას“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში სდებენ ბრალს. საქმის აღძვრის შემდეგ პოროშენკომ ქვეყანა დატოვა, მაგრამ მაშინვე განაცხადა, რომ ეს არის საქმიანი მოგზაურობა და მალე დაბრუნდება. ჯერ კიდევ მისი საზღვარგარეთ ყოფნის დროს, 6 იანვარს, პეჩორის სასამართლომ პოროშენკოს ქონება დააყადაღა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩაფრინდა უკრაინაში, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ოპოზიციაში მყოფი ექსპრეზიდენტის თვითმფრინავი კიევში ვარშავიდან ჩავიდა. აეროპორტში პოროშენკოს ასობით მომხრემ მოიყარა თავი.

სასაზღვრო კონტროლმა პოროშენკოს რამდენიმე წუთით ჩამოართვა პასპორტი, მაგრამ პროტესტის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნეს და საზღვარზე გაატარეს თანმხლები პირების ჯგუფთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG