Accessibility links

site logo site logo

ფონიჭალაში პოლიციელის ცემის საქმეზე სამი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში, ფონიჭალაში პოლიციელის ცემის საქმეზე სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი 17 იანვარს ერთ-ერთი მაღაზიის რიგში მოხდა. პოლიციელი კი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG