Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ავღანეთში „მინიმალური“ ყოფნა აღადგინა


პეტერ სტანო

ევროკავშირი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე აღადგინა თავისი „მინიმალური“ ყოფნა ავღანეთში, რომლის წინაშე მდგარმა ეკონომიკურმა პრობლემებმა გააღატაკა მილიონობით ავღანელი. ევროკავშირის საგარეო საკითხების სამსახურის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ, 21 იანვარს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ ნიშნავს თალიბების ხელისუფლების აღიარებას.

ცალკეა აღსანიშნავი, რომ თალიბების დელეგაცია ამ კვირის ბოლოს სამდღიანი ვიზიტით ჩავა ოსლოში, სადაც მოლაპარაკების გზით შეეცდება მიაღწიოს იმ ვითარების შემსუბუქებას, რასაც ნორვეგიის ხელისუფლებამ „სრულმასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა. ეს იქნება პირველი შემთხვევა მას მერე, რაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თალიბების სამთავრობო დელეგაცია დასავლეთ ევროპას ესტუმრება.

მანამდე თალიბების ხელისუფლება უკვე იმყოფებოდა რუსეთში, ირანში, კატარში, პაკისტანში, ჩინეთსა და თურქმენეთში.
გასული წლის აგვისტოში, ავღანეთის პროდასავლური ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლებაში თალიბანის დაბრუნების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა, აშშ-ის ხელმძღვანელობით გაყინეს მათ ბანკებში არსებული ავღანეთის მთავრობის ანგარიშები და შეწყვიტეს განვითარების პროგრამების დაფინანსება, რაც ავღანეთის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG