Accessibility links

site logo site logo

აშშ რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს, რუსეთი აცხადებს, რომ არ სურს ომი უკრაინასთან


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრების მიმდებარე არეალებიდან, არსებული შიშის ფონზე, რომ მოსკოვი ემზადება მეზობელ ქვეყანაში შესაჭრელად, მიუხედავად მისი ახალი დაპირებებისა, რომ ომს არ დაიწყებს.

მოსკოვში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა, 28 იანვარს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახლა ელოდება რუსეთისგან პასუხს თავის წერილობით შეთავაზებაზე უკრაინის კრიზისიდან დიპლომატიური გზით გამოსვლის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ, შესაძლოა, ამას მოჰყვეს შეხვედრა ამერიკელ და რუს დიპლომატებს შორის.

სალივანმა თქვა, რომ დიპლომატია არის წინსვლის ერთადერთი გზა, თუმცა გამოთქვა გაფრთხილება, რომ ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დაიწყებს თავისი ძალების გაყვანას უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან. სამხედროთა რიცხვი, დასავლეთის დაზვერვის მიახლოებითი გამოთვლით, 100 000-ზე მეტ შეადგენს.

მან ასევე განაცხადა გაფრთხილების სახით, რომ ეკონომიკური სანქციები დასავლეთის საპასუხო რეაქციის მხოლოდ ერთი ნაწილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და რომ სხვა ზომებს შორის იქნება ექსპორტის კონტროლი, ევროპაში მოკავშირეთა თავდაცვის გაძლიერება და რუსეთიდან გერმანიაში "ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის გაზსადენის მოქმედების აღკვეთა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მიუთითეს შესაძლო სადამსჯელო ზომების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ, რომელთა შორისაა რუსეთის გამორთვა გლობალური საბანკო გადარიცხვების, SWIFT-ის სისტემიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG