Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის თქმით, "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები მალიში ძარცვით არიან დაკავებული


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა კვირას გაზეთ Journal du Dimanche-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „მძარცველები“ უწოდა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებიც მალიში იმყოფებიან. როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება აშშ-ის შეიარაღებული ძალების წყაროებზე დაყრდნობით, რესპუბლიკა მალის საჰელის პროვინციაში ასობით რუსი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება კომპანია „ვაგნერიდან“.

ლე დრიანმა ინტერვიუში კერძოდ „ვაგნერში“ მომუშავე დაქირავებულებს უწოდა „რუსეთის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები“, რომლებიც რუსეთის იარაღით არიან აღჭურვილი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის დაქირავებული მებრძოლები ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ძარცვას ეწევიან სამხედრო ხუნტის დაცვის სანაცვლოდ.

გაერო, საფრანგეთი და ადგილობრივი წყაროები აცხადებენ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც იმყოფებიან.

„ვაგნერელები იყენებენ ზოგიერთი სახელმწიფოს სისუსტეს, რათა ფეხი მოიკიდონ... და აფრიკაში რუსეთის გავლენა დააბრუნონ“, - დასძინა ლე დრიანმა. მალიში ხელისუფლების სათავეში მოსული სამხედროები არ ეთანხმებიან რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის საქმიანობის ასეთ შეფასებას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუზუსტებია, როგორ იმოქმედებენ ჯიჰადისტებთან საბრძოლველად რეგიონში განთავსებული ევროპული ძალები მას შემდეგ, რაც მალის ახალმა ხელისუფლებამ იქიდან განდევნა დანიელი სამხედრო მოსამსახურეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG