Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: ოლიმპიური თამაშების წინ პეკინში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 1,5 წელში


ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა აღირიცხა უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში.

30 იანვარს პეკინში COVID-19-ის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის ივნისის შემდეგ. ამის შესახებ ჯანდაცვის ეროვნული კომისია იტყობინება. ამასთან, ჩინეთი 29 იანვარს 34 ახალი შემთხვევის შესახებ იტყობინებოდა ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ პერსონალს შორის. მათ შორის არის 13 ათლეტი ან გუნდის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელთაც შაბათს აეროპორტში ჩაფრენისას აღმოაჩნდათ ვირუსი. მთლიანობაში 29 იანვარს მატერიკულ ჩინეთში COVID-19-ით დაავადების 81 ახალი შემთხვევა აღირიცხა. წინა დღით ეს მაჩვენებელი 59-ს უდრიდა. COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა. დღეისთვის ჩინეთში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაავადებით გარდაცვლილია 4636 ადამიანი.

ჩინეთში ზამთრის ოლიმპიური თამაშები მკაცრი ზომების პირობებში ჩაივლის. ეს ნაწილია ჩინეთის ე.წ. „ნულოვანი COVID-ის სტრატეგიისა“, რომელიც მოიცავს მიზნობრივ „ლოკდაუნს“, სასაზღვრო შეზღუდვებსა და ხანგრძლივ კარანტინს.

ოლიმპიურ თამაშებზე იზოლირებულად მყოფ 60 000-ს ადამიანს ყოველდღიურად ჩაუტარდება ტესტი.

ოლიმპიური თამაშები 4-20 თებერვალს ტარდება.

XS
SM
MD
LG