Accessibility links

site logo site logo

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირება სარეკორდო ნიშნულზეა, ჩინეთში ვირუსი აღმოაჩნდა ოლიმპიური თამაშების 37 მონაწილეს


რუსეთმა 31 იანვარს გამოაცხადა, რომ ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების 124 000-ზე მეტი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყებიდან, ერთი დღისთვის, სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელია. რუსეთის ჯანდაცვის მესვეურები დასძენენ, რომ ბოლო 24 საათში აღირიცხა ვირუსთან დაკავშირებული სიკვდილის 621 შემთხვევა.

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში აღირიცხა კორონავირუსთან დაკავშირებული სიკვდილის 329000-ზე ცოტა მეტი შემთხვევა, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალური მონაცემი ამას ორჯერ და მეტჯერ აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თავად შექმნა რამდენიმე ვაქცინა, ქვეყანაში აცრის პროგრამა რთულად მიმდინარეობს, მოსახლეობაში ვაქცინების მიმართ არსებული ეჭვების გამო.

პარალელურად, 30 იანვარს ჩინეთში COVID-19-ის 37 ახალი შემთხვევა აღმოაჩინეს პირებში, რომლებსაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან აქვთ კავშირი. თამაშები 4-21 თებერვალს უნდა გაიმართოს და მისი მსვლელობის დროს ათლეტებს, მათ გუნდებს და მედიის წარმომადგენლებს ვირუსზე მკაცრი შემოწმება ჩაუტარდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG