Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განისაზღვრა უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესი


უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის ბედს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული საკანონმდებლო ცვლილებები გადაწყვეტს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანო ვალდებული იქნება, სახელმწიფო ტყისა და დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) აღმოჩენილი ან დროებით ჩამორთმეული უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი), დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით გადასცეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოს.

ამ საკანონმდებლო ცვლილებით, პროკურორს ექნება უფლება, მოითხოვოს ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის მერქნიანი მცენარის გასხვისების მიზნით გადაცემა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოსთვის.

ყოველწლიურად, ჩამორთმეული უკანონო ხე-ტყის მოცულობა, საშუალოდ, 5 ათასი კუბური მეტრია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათგან დაახლოებით 3 500 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყის განკარგვა ვერ ხერხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. დროთა განმავლობაში კი ეს რესურსი გამოუსადეგარი ხდებოდა, კარგავდა სასაქონლო ღირებულებას და ის ან ვეღარ იყიდებოდა, ან იყიდებოდა დაბალ ფასად.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის ახალი წესი ამ პრობლემას გადაჭრის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG