Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ირანის მიმართ სანქციების შეზღუდვის მექანიზმი აღადგინა - ბირთვული მოლაპარაკება საბოლოო ფაზაშია


ირანის არაქის ბირთვული რეაქტორის თანამშრომლები ოფიციალური პირების და ჟურნალისტების სტუმრობისას. 2019 წლის 23 დეკემბერი

აშშ-მა ირანისთვის დაწესებული სანქციების შეზღუდვის მექანიზმი აღადგინა, რათა ამოქმედდეს ბირთვულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები. 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების გადარჩენის მიზნით აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკება ვენაში საბოლოო ფაზაში შედის.

სანქციების შეზღუდვის მექანიზმი გააუქმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როცა მან აშშ-ს ბირთვული შეთანხმება დაატოვებინა და კვლავ დაუწესა თეირანს გამანადგურებელი სანქციები.

სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გაუგზავნა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ხელმოწერილი ანგარიში, რომელშიც ახსნილია, რომ სანქციების გარშემო გამონაკლისების დაშვება ხელს შეუწყობს ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებას, მიაღწიონ მონაწილეებმა ბირთვული შეთანხმების - „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ (JCPOA) აღდგენას. სანქციების შეზღუდვის მექანიზმის აღდგენა გაამარტივებს დისკუსიას, რომელიც ხელს შეუწყობს „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ კვლავ განხორციელების გარშემო შეთანხმებას და საფუძველს შეუქმნის ირანს, დაუბრუნდეს ამ გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - წერია ანგარიშში, რომლის ასლიც Reuters-ის სააგენტომ მოიპოვა.

ეს, წაიკითხავთ ანგარიშში, „ემსახურება აშშ-ის ინტერესებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და ატომური უსაფრთხოების საქმეში, ასევე ირანის ბირთვული საქმიანობის შეზღუდვას“. ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ეს ამ მიზნებით, პოლიტიკური თვალსაზრისით კეთდება და არა ვალდებულებისთვის ან რამის სანაცვლოდ. აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, ამ გამონაკლისების დაშვება საჭირო გახდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო „ტექნიკური დისკუსია“, რასაც ბირთვული შეთანხმების აღდგენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამერიკელი მოხელის თქმით, სანქციების შეზღუდვის ამ მექანიზმის განახლება არ ნიშნავს, რომ აშშ ბირთვული შეთანხმების აღდგენის გარშემო ურთიერთგაგების მიღწევასთან ახლოს იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG