Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა დაიცვეს მეჩირაღდნედ უიუღური სპორტსმენის არჩევა  


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) დაიცვა უიღურების წარმომადგენლის არჩევა ოლიმპიური ცეცხლის ასანთებად 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პეკინში. მოთხილამურე დინიგირ ილამუძიანმა ალტაიდან, სინიანიდან და ბიატლონისტმა ჟაო იავენმა ერთად დაანთეს ოლიმპიური ცეცხლი.

ილამუძიანის არჩევა ასეთ საპასუხისმგებლო მოვალეობაზე ზოგიერთებმა პროვოკაციად აღიქვეს. 5 თებერვალს სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წარმომადგენელმა, მარკ ადამსმა, განაცხადა, რომ ილამუძიანი ოლიმპიელია, რომელიც თამაშებში მონაწილეობს და ესტაფეტაში მონაწილეობის "აბსოლუტურად სრული უფლება აქვს".

"როგორც ყველას მოგეხსენებათ, ოლიმპიური ქარტიის მიხედვით, ჩვენ არ ვუშვებთ დისკრიმინაციას ადამიანების მიმართ, იმის მიმართ, თუ საიდან არიან ისინი და რა წარმომავლობა აქვთ", განაცხადა ადამსმა ბრიფინგზე. ჩინეთი მზარდი საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ მოექცა უიღურების და სხვა, უმეტესად მუსლიმური, ჯგუფების წინააღმდეგ სინიანში ჩადენილი ძალადობების გამო მასობრივი დაპატიმრების, იძულებითი შრომის, მოსახლეობის კონტროლის და უმცირესობების რელიგიური რწმენისა და კულტურის აღმოფხვრის გზით.

პეკინი უარყოფს ძალადობებს სინიანში და აცხადებს, რომ ის უიღურებს "ხელახლა აღზრდის" მეთოდს მიმართავს რადიკალური ისლამისა და ტერორიზმის თავიდან აცილების მიზნით. ჩინეთის მიერ უიღური სპორტსმენის გამოყენება ოლიმპიური ჩირაღდნის ასანთებად "პოლიტიკურად მეტად მოტივირებული ნაბიჯი" იყო, - განაცხადა ტვიტერზე უიღურთა მსოფლიო კონგრესის წევრმა, ზუმრეტაი ერკინმა.

Human Rights Watch-ის უფროსმა მკვლევარმა ჩინეთის საკითხებში, იაკიუ ვანგმა, თქვა, რომ ჩინეთმა "შუა თითი" აჩვენა დანარჩენ მსოფლიოს. "იმედი მაქვს, რომ მაღალი რანგის უცხოელი სტუმრები, რომლებიც ჩამოვიდნენ, დაფიქრდებიან, როგორ განსჯის ისტორია მათ აქყოფნას", დაწერა მან ტვიტერზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG