Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთი გაეროსგან ითხოვს "მეთვალყურე სახელმწიფოს" სტატუსს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი ითხოვს, რომ გაერომ მიანიჭოს „მეთვალყურე სახელმწიფოს“ სტატუსი, რაც გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის სახელზე მომზადებული მიმართვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოხუმში, რუსეთის „საელჩოში“ გადასცა „გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს. ეს ინფორმაცია დღეს, 9 თებერვალს გამოქვეყნდა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე. ინალ არძინბას განცხადებით, მათი სურვილია „მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა“ და თავად უამბონ „როგორ არის საქმე მათ ქვეყანაში“.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 5-ს: რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს. გაეროში მეთვალყურის სტატუსით სარგებლობენ კათოლიკური ეკლესიის ეპარქია რომში - წმინდა საყდარი და პალესტინა.

XS
SM
MD
LG