Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლეს ავღანეთში დაკავებული  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ორი ჟურნალისტი


ენდრიუ ნორთი, BBC-ის ყოფილი ჟურნალისტი  ბრიტანეთის და საქართველოს მოქალაქეა 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაკვეთით ავღანეთში მომუშავე ორი ჟურნალისტი, რომლებიც სხვა, რამდენიმე ავღანელ თანამშრომელთან ერთად, დააკავეს ქაბულში, გათავისუფლებული არიან. ეს დაადასტურა გაერომ ტვიტერზე გაკეთებული განცხადებით.

ერთ-ერთი გათავისუფლებული, BBC-ის ყოფილი ჟურნალისტი, ენდრიუ ნორთი, ორმაგი, ბრიტანეთის და საქართველოს მოქალაქეა.

11 თებერვალს ტვიტერით გავცელებულ ცნობაში ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ადასტურებს ასევე, რომ გათავისუფლებული არიან ჟურნალისტებთან ერთად დაკავებული ავღანელი მოქალაქეებიც.

უფრო ადრე თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიჰოლა მოჯაჰედმა, განაცხადა, რომ ორი პირი, რომლებმაც თავი წარმოადგინეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციისთვის დასაქმებულებმა, დაკავებულ იქნენ სათანადო საბუთების არქონის გამო. მოჯაჰედის თანახმად, მათ კავშირი ჰქონდათ ოჯახებთან და მას მერე, რაც ვინაობა დადგინდა, გაუშვეს.

შარშან აგვისტოში, ქვეყნიდან საერთაშორისო ძალების გასვლის მერე ძალაუფლების ხელში კვლავ ჩაგდების შემდეგ, დე ფაქტო მთავრობის მიმართ ისმის კრიტიკა იმის გამო, რომ მუშაობის საშუალებას არ აძლევს დამოუკიდებელ მედიას.

არცერთ ქვეყანას თალიბანის მთავრობა არ უღიარებია. ამ კვირაში შვეიცარიაში გაიმართა საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც ომით გაჩანაგებული ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გარშემო იმსჯელეს. შეხვედრაზე მიწვეული იყო თალიბანის დელეგაცია.

ავღანეთის ეკონომიკა გაჩერდა მას მერე, რაც თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ამოქმედდა სანქციები და შეწყდა საფინანსო განვითარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG