Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აცხადებს, რომ პუტინი ბაიდენს და მაკრონს ტელეფონით დაელაპარაკება 12 თებერვალს


რუსეთის კრემლი იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრები ექნება აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან 12 თებერვალს სასწრაფო დიპლომატიური რაუნდის ჩარჩოებში იმ მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს, რადგან ამ ქვეყნის საზღვართან ასეულათასობით სამხედრო განათავსა.

კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა 11 თებერვალს, რომ პუტინსა და ბაიდენს შორის საუბრის თაობაზე თხოვნა ვაშინგტონის მხრიდან მოდის.

ბოლო საუბარი პუტინსა და ბაიდენს შორის შედგა დეკემბერში. იმავე თვეში, ადრე, მათ ვიდეო შეხვედრა გამართეს.

პირველი მათი შეხვედრა, ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში, შედგა ჟენევაში 2021 წლის ივნისში.

მაკრონთან საუბარი, რომელიც დაადასტურა პესკოვმა, გაიმართება მოსკოვში ორ პრეზიდენტს შორს გამართული ხუთსაათიანი საუბრის შემდეგ რამდენიმე დღეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG