Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 9600-ზე მეტი ტესტირებული პირიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 4028-ს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 21 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 22 517.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 9 688 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 4 028 შემთხვევა. დღეს, 14 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ეს თებერვლის განმავლობაში დღიურად ჩატარებული ტესტირების ყველაზე დაბალი და შესაბამისად, გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მაგალითისთვის, გასულ ორ დღეში, როცა 24 საათში ტესტი გაიკეთა 65 000-ზე და 46 000-ზე მეტმა ადამიანმა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 20 300-ს და 15 700-ს აჭარბებდა.

14 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 41.58%;
  • ბოლო 7 დღის - 33.03%;
  • ბოლო 14 დღის - 31.92%.

ოფიციალური სტატისტიკით, 14 თებერვლის დილისთვის, საერთო ჯამში, 171 731 აქტიური შემთხვევაა. მათგან:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 202;
  • კლინიკურ სასტუმროში - 1 481.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 458 093​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 577 ადამიანი.

განახლება. 12:30 საათი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელომა ამირან გამყრელიძემ, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო მათ ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემები, უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ არაზუსტი და არასრულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG