Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 19 000-ზე მეტ ადამიანს, 51 გარდაიცვალა


საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ 51 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 18 409.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 56 531 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 19 049 შემთხვევა.

ამ მონაცემებში შედის კვირა დღეს ჩატარებული ტესტირების შედეგების ნაწილიც, რომელიც ორშაბათს პორტალზე ვერ აისახა ტექნიკური პრობლემის გამო. ამავე მიზეზით, ორშაბათს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნაწილობრივ იყო ასახული 24 საათში გარდაცვალების მაჩვენებელიც.

15 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 33.7%;
  • ბოლო 7 დღის - 32.19%;
  • ბოლო 14 დღის - 32.01%.

ოფიციალური სტატისტიკით, 15 თებერვლის დილისთვის, საერთო ჯამში, 176 019 აქტიური შემთხვევაა. მათგან სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 6 017 პაციენტი. მძიმე მდგომარეობა აქვს 1 306-ს, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 480 841 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 628 ადამიანი.

განახლება: ორშაბათს, 14 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში იყო ინფიცირების 4 028 და გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. 15 თებერვალს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, 12:00 საათისთვის გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დააზუსტა, რომ რეალურად აღრიცხული იყო ინფიცირების 7 727 და გარდაცვალების 39 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG