Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის შემნახველ ბანკში საპენსიო თანხებს ითვისებდნენ - დე ფაქტო პროკურატურა


ცხინვალი
ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა შემნახველი ბანკის ორი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დე ფაქტო პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ბანკის თანამშრომლები ეჭვმიტანილები არიან თაღლითობასა და თანხის მითვისებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისებაზე. გამოძიების ცნობით, შემნახველი ბანკის თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი სალარო ორდერები თანხების გაცემასთან დაკავშირებით და პენსიონერების ანგარიშებიდან იპარავდნენ ფულს, რომელიც რუსეთის საპენსიო ფონდიდან ირიცხებოდა ოკუპირებულ ცხინვალში.

„პენსიონერთა ანგარიშებიდან მიტაცებული თანხების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 538 267 რუბლი (დაახლოებით 500 ათასი ლარი) “, - ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოსური მედიის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია დანაშაულებრივი ქმედების ყველა გარემოების და მონაწილის დადგენის მიზნით. შემნახველი ბანკის ორი თანამშრომელი დაკავებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG