Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის ჯარი დატოვებს ქვეყანას წვრთნების შემდეგ


ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარი სრულად დატოვებს ბელარუსის ტერიტორიას, მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში დასრულდება ერთობლივი წვრთნები - მანევრები, რომლებმაც გაზარდა შეშფოთება, რომ მოსკოვი, შესაძლოა, მეზობელ უკრაინაში გეგმავდეს შეჭრას.

"არ დარჩება [რუსეთის] არც ერთი ჯარისკაცი, სამხედრო აღჭურვილობის არც ერთი ნაწილი. ეს გამოაცხადა თავდაცვის სამინისტრომ, [ბელარუსის ლიდერმა] ლუკაშენკამ, ბელარუსის დელეგაციებმა, სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომლებიც ეუთოს ეგიდით გაიმართა", - თქვა მაკეიმ 16 თებერვალს, მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბელარუსი ესაზღვრება როგორც ნატოს აღმოსავლეთ ნაწილს, ისე უკრაინას და, შესაბამისად, წვრთნები, რომლებშიც რუსეთის 30,000-მდე სამხედრო მონაწილეობს, დასავლეთში შეშფოთებას იწვევს კრემლის რეალური მიზნების შესახებ - იმის გათვალისწინებით, რომ, აშშ-ის სადაზვერვო მონაცემებით, უკრაინის საზღვართან რუსეთს 130 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული.

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან უახლოეს დღეებში გამართავს მოლაპარაკებას იმის დასადგენად, თუ "როდის, რა პირობებით და როგორი გეგმით" დაიწყებენ რუსეთის სამხედროები ბელარუსიდან გასვლას, მას მერე, რაც 20 თებერვალს წვრთნები დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG