Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უკრაინის ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის უკრაინის ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიზეზებზე მან საკუთარ ტვიტში დაწერა.

"საქართველოსთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის, მიმდინარე რთული გამოწვევის დროს უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - წერს ზურაბიშვილი.

რამდენიმე დღის წინ, დასავლეთის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი უკრაინას, შესაძლოა, თავს დაესხას 16 თებერვალს. ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.

XS
SM
MD
LG