Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის ერთი მონაწილე დააკავეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. ის მონაწილეობდა აქციაში, რომელიც მიმდინარეობდა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ დაკავებულს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

XS
SM
MD
LG