Accessibility links

site logo site logo

Bloomberg-ის თანახმად, რუსეთის მილიარდერებმა უკრაინის კრიზისის ფონზე 32 მილიარდი დოლარი დაკარგეს


Volga Group-ის დამარსებელი გენადი ტიმჩენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის მილიარდერების ქონება 32 მილიარდი დოლარით შემცირდა უკრაინაში ვითარების გამწვავების გამო.

ამის თაობაზე იტყობინება გამოცემა Bloomberg-ი.

Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის თანახმად, რომელიც მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის აქტივებს აანალიზებს, უდიდესი დანაკარგი მათ შორის ჰქონდა გენადი ტიმჩენკოს, „სიბუარას“ და "ნოვატეკას“ დირექტორთა საბჭოს წევრს. მისი ქონება თითქმის სამჯერ, 16 მილიარდამდე, შემცირდა, - იტყობინება სააგენტო. 22 თებერვალს მას გაუყინეს აქტივები და შესვლა აუკრძალეს დიდ ბრიტანეთში, რომელმაც სანქციები დაუწესა რუსეთს. "ნოვატეკის" მმართველობის თავმჯდომარემ ლეონიდ მიხელსონმა წლის დასაწყისის შემდეგ იზარალა ექვსი მილიარდი, ხოლო „ლუკოილის“ პრეზიდენტმა, ბაგიტ ალეკპეროვმა სამნახევარი მილიარდი დოლარით.

რუსეთის მილიარდერების სიის თანახმად, რომელშიც 23 პირი შედის, მათი აქტივების ფასი 343 მილიარდს უდრის, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისში 375 მილიარდი დოლარი იყო.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონების აღიარების და იქ ჯარის შეყვანის გადაწყვეტილების გამო, შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მილიარდერების ქონების კიდევ უფრო შემცირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG