Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანა კლიმპუშ-ცინცაძე: პუტინი და ყველა ის პირი, ვინც მის ბრძანებას ასრულებს, უნდა გასამართლდნენ, როგორც სამხედრო დამნაშავეები


ივანა კლიმპუშ-ცინცაძე
ივანა კლიმპუშ-ცინცაძე

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, "ვერხოვნა რადას" დეპუტატი და უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინა დასავლეთისგან მეტ თავდაცვით იარაღს და ახალი „მარშლის გეგმის“ დამტკიცებას საჭიროებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით დაუყოვნებლივ იმ სანქციების პაკეტის ამოქმედებას, რომელიც, როგორც ჩვენ ვიცით, მომზადებულია. მაგრამ, პირველ ყოვლისა, ჩვენ გვსურს დავინახოთ იარაღითა და თავდაცვითი სისტემებით მეტი დახმარება, რომელიც უკრაინაში ჩამოვა. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ნატოსა და ევროკავშირს, რომ არ შემოიღონ ფრენის აკრძალვა უკრაინის თავზე. და ასევ, ჩემი აზრით, დასავლეთმა უნდა დაამტკიცოს „მარშალის გეგმა“ - უკრაინის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გეგმა. ეს კონკრეტული მოსაზრება გულისხმობს ასევე რუსეთის სრულ საერთაშორისო იზოლაციას და იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინი და ყველა ის პირი, ვინც მის ბრძანებას ასრულებს, ტრიბუნალმა გაასამართლოს, როგორც სამხედრო დამნაშავეები“, - უთხრა ივან კლიმპუშ-ცინცაძემ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

24 თებერვალს, დილით, უკრაინის ვერხოვნა რადას რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც, ივანა კლიმპუშ-ცინცაძის თქმით, უკრაინელმა კანონმდებლებმა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირეს მხარი.

  • 24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".
  • პუტინის განცხადებით, რუსეთის ამოცანაა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ და სასამართლოსთვის გადაცემა იმ პირების, რომლებმაც "მრავალრიცხოვანი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობიანი მცხოვრებლების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“. პუტინმა უკრაინელ სამხედროებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ დაყარონ იარაღი და სახლში წავიდნენ".
  • უკრაინული და დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, რუსეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო კიევზე, ხარკოვსა და ოდესაზეც.
  • უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG