Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთის „დიქტატორს“ მასიური სანქციები მოელის


 ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არის "დიქტატორი", რომელსაც ახლა მასიური სანქციები მოელის უკრაინაში შეჭრის გამო.

„არ შეგვიძლია და არ დავიწყებთ განზე გახედვას“, - თქვა ჯონსონმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც შედგა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზერენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ - მას მერე, რაც რუსეთის ჯარები უკრაინას თავს დაესხნენ. უკრაინას კვლავაც დაუჭერს მხარს ბრიტანეთი, -თქვა ჯონსონმა და აღნიშნა, რომ "მისი მოლოდინები გამართლდა და მისი გაფრთხილებები ტრაგიკულად ზუსტი აღმოჩნდა“.

„დიდი შვიდეულის“ ვირტუალური შეხვედრის წინ ჯონსონმა თქვა, რომ დასავლეთი „ათანხმებს ეკონომიკური სანქციების მასიურ პაკეტს, რომელიც დროთა განმავლობაში ძირს გამოუთხრის რუსეთის ეკონომიკას“. ჯონსონი გამოვიდა მოწოდებით, რომ „ერთად უნდა მოვიშოროთ რუსეთის ნავთობსა და გაზზე დამოუკიდებლობა“, რითაც პუტინი დიდხანს ახერხებდა დასავლეთის პოლიტიკის კონტროლს. ბრიტანეთის პრემიერი თვლის, რომ „დიპლომატიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც, პუტინის ეს საზიზღარი და ბარბაროსული ავანტიურა მარცხით უნდა დასრულდეს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG