Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

AP: UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ ჩაატარებს


UEFA აღარ ჩაატარებს ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო, იუწყება The Associated Press-ი წყაროზე დაყრდნობით.

პარასკევს გაიმართება უეფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გეოპოლიტიკური კრიზისის განსახილველად, რომელზეც, სავარაუდოდ, ოფიციალური პირები დაადასტურებენ 28 მაისის საჩვენებელი თამაშის რუსეთიდან გადატანას.

UEFA ადასტურებს, რომ პარასკევის შეხვედრა ჩანიშნულია.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში სიტუაციის განვითარების შემდეგ, უეფას პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მოიწვიოს აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა... სიტუაციის შესაფასებლად და ყველა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად“, – განუცხადა უეფამ AP-ს.

ბრიტანეთის მთავრობა და გულშემატკივართა ჯგუფები უეფას სთხოვდნენ, აღარ გაემართა თამაში სანკტ-პეტერბურგში, სადაც სტადიონს რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი "გაზპრომი" აფინანსებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG