Accessibility links

site logo site logo

ფეისბუკმა შეზღუდა ოთხი რუსული საინფორმაციო არხის ოფიციალური ანგარიშები. რუსეთი ამ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს


სოციალურმა ქსელმა ფეისბუკმა (კომპანია Meta Platforms, Inc) ოთხი რუსული საინფორმაციო საშუალების: ტელეკომპანია „ზვეზდას“, საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“, ინტერნეტპორტალ „ლენტა.რუ“,-ს და „გაზეტა. რუ“-ს ოფიციალური ანგარიშები შეზღუდა, რასაც რუსეთის ოფიციალური მარეგულირებელი უწყების, „როსკომნადზორის“ მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვა.

რუსეთის სახელმწიფო უწყებამ შეახსენა კომპანია „მეტას“, რომ რუსეთის ფედერალური კანონი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს „იმ პირების მიმართ, რომლებსაც წვლილი მიუძღვით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლების დარღვევაში“.

„როსკომნადზორმა“ 24 თებერვალს Meta Platforms, Inc-ის ადმინისტრაციას გაუგზავნა მოთხოვნა, სოციალური ქსელის მიერ დაკისრებული შეზღუდვის მოხსნის თაობაზე და ასეთი ნაბიჯის თაობაზე განმარტება მოითხოვა. როგორც „როსკომნადოზრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალური ქსელის მფლობელებმა უგულებელყვეს რუსეთის სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნა.

25 თებერვალს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ფეისბუკი თანამონაწილედ ცნო ადამიანის ფუნდამენტური უფლებისა და თავისუფლების დარღვევაში. ცნობაში ნათქვამია, რომ 25 თებერვლიდან „როსკომნადზორი“ კანონის თანახმად იღებს ზომებს, ფეისბუკზე წვდომის ნაწილობრივად შეზღუდვის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG