Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად პეტიცია ვრცელდება


21 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის წარმომადგენლებს პეტიციით მიმართავს და სთხოვს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დადებითად გადაწყვიტოს ევროკავშირში უკრაინის მიღების საკითხი და ასევე გახსნას კარი საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, რადგანაც ეს სამი ქვეყანა ერთი და იგივე პრობლემების წინაშე დგას.

„ჩვენ ქართველი ხალხი იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც ახლა უკრაინაა. რუსეთმა დაიპყრო ჩვენი მიწა, გააჩაღა ომი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, შეეცადა დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ძალის გამოყენებითა და ჰიბრიდული ომის საშუალებით დაემხო. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც 2008 წელს მათ მომაკვდინებელ გამოწვევას აღვუდექით წინ, თუმცა ეს უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლად და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციად დაგვიჯდა“.

ამ წუთებისთვის პეტიციას უკვე 36 ათასამდე ადამიანამა მოაწერა ხელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG