Accessibility links

site logo site logo

პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერიის შესასვლელში მოქალაქემ შუშები ქვებით ჩალეწა


საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელშიც ქალაქის მერია, საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა განთავსებული. უცნობმა პირმა შენობის შესასვლელის შუშის კარი ქვებით დააზიანა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი უკრაინისადმი საქართველოს მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდა. იგი შენობის დაცვის სამსახურის წევრებმა დააკავეს, შესასვლელი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

მამაკაცის ვინაობას ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს, დაიწყეს თუ არა გამოძიება მომხდარის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG