უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 4 მარტს მიმართა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეკრებილებს.
ნატომ ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, რომ არ გამოიყენოს თავისი ჯარი და თვითმფრინავები უკრაინაში.
კულებამ რუსეთის ქმედება უკრაინაში შეადარა სირიაში გამოყენებულ ტაქტიკას, როცა რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს.
არ უნდა მივცეთ მათ ნება, ევროპაში სირია მოაწყონ: ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ, გავაგრძელებთ ბრძოლას, მაგრამ დაგვეხმარეთ, "სხვა შემთხვევაში, ვშიშობ, რომ თქვენ გაინაწილებთ იმ მშვიდობიანი უკრაინელების დაღუპვის პასუხისმგებლობას, რომლებიც იხოცებიან დაუნდობელი რუსი მფრინავების მიერ, რომლებიც მათ ბომბებს აყრიან“, - გამოვიდა გაფრთხილებით უკრაინელი მინისტრი. მან თქვა, რომ შეხვედრის ბევრმა მონაწილემ ბოლო რვა დღის განმავალობაში უკრაინას საკუთარი ქვეყნებიდან სამხედრო დახმარების გაწევის პირობა მისცა და იმედი გამოთქვა, რომ „ჯერ კიდევ ძალიან გვიან არ არის“.
„დარწმუნებული ვარ, ომი იმ მიმართულებით მიდის, რომ დადგება დრო, როცა თქვენ მზად იქნებით, მოგვცეთ რაც გვინდა, მართლა რაც გვინდა, რათა ხელი შევუშალოთ პუტინს თქვენ დაგარტყათ და ევროპა საშინელებამ მოიცვას. და ჩემი ერთადერთი იმედია, რომ არ იქნება ძალიან გვიან“, - თქვა კულებამ.
კიევის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 4 მარტს განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის და თვითმფრინავების გამოყენებას არ აპირებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი აქტიურად იყენებს ავიაციას.
უკრაინის საჰაერო დაცვა ცდილობს გაუმკლავდეს რუსეთის ავიაციას და უკრაინის გენშტაბის თანახმად, 30-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი და 30 შვეულმფრენი ჩამოაგდო. რუსეთის ავიაცია განაგრძობს უკრაინის ქალაქების დაბომბვას, რის შედეგადაც იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. უკრაინის ხელისუფლება ნატოს მოუწოდებს, შექმნას მის საჰაერო სივრცეში ზონა, სადაც აკრძალული იქნება ფრენა. ალიანსი აცხადებს, რომ არ არის მზად ამისთვის.
დაწერეთ კომენტარი