Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებისა და რუსეთის მიერ მისი დაკავების გამო


ზაპაროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის საერთო ხედი. 2008 წელი
ზაპაროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის საერთო ხედი. 2008 წელი

გაეროს უშიშროების საბჭომ 4 მარტს საგანგებო სხდომა გამართა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურში ხანძრის გაჩენის შემდეგ.

ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ელექტროსადგური რუსეთის ძალებმა დაიკავეს.

ექსპერტები ყველანაირად ცდილობენ მეთვალყურეობა გაუწიონ რადიაციის გაჟონვას.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), უკრაინის ბირთვული სააგენტო და ატომური უწყებების ოფიციალური პირები მთელი მსოფლიოდან აცხადებენ, რომ გაჟონვა არ გამოვლენილა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიდან მას შემდეგ, რაც მაშველებმა ჩააქრეს ხანძარი, რომელიც ღამით გაჩნდა რუსეთის ძალების მიერ ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის არმიამ ცეცხლი გახსნა მაშინ, როცა მათი კოლონა ზაპორიჟიის მიუახლოვდა. ამ ინციდენტმა აიძულა გაერო და ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანოები, მიეღოთ საგანგებო ზომები.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის, სამსახურმა განაცხადა, რომ ის მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ვითარების განსახილველად.

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში და უკრაინის შიდა ელექტროენერგიის ერთ მეხუთედზე მეტს გამოიმუშავებს. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA)გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, მოგვიანებით განაცხადა, რომ "ჭურვი" მოხვდა ისეთ ადგილს, რომელიც "არ იყო რეაქტორის ნაწილი" და თქვა, რომ რეაქტორი "ნორმალურად მუშაობს". თუმცა, მან დასძინა, რომ "სინამდვილეში, ამაში ნორმალური არაფერია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG